loader

რა პირობებში ამზადებდნენ თბილისში ფალსიფიცირებულ თევზპროდუქტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობებში ამზადებდნენ თბილისში ფალსიფიცირებულ თევზპროდუქტებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სხვადასხვა კომპანიის კუთვნილ ოთხ საწარმოში ფალსიფიცირებული თევზპროდუქტების - ე.წ. შებოლილი "მოივას", "სტავრიდას" და "სკუმბრიას" წარმოება ხდებოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების შებოლილი თევზი, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.