loader

ადიდებულმა ნენსკრამ დაანგრია ხიდები და წაიღო რამდენიმე სახლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადიდებულმა ნენსკრამ დაანგრია ხიდები და წაიღო რამდენიმე სახლი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელ ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ბევრი მაშველი მუშაობს და ისინი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ.

"უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა".

ვიდეოს ხათუნა ჩხეტიანი ავრცელებს.


იხილეთ ასევე:

"საშინელებაა, ამ წამს დარეკეს, ახალი ტალღა მოდისო და გავხიზნეთ ბავშვები" - რას ჰყვება ჭუბერის მკვიდრი სოფელში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე?

ჭუბერის ზედა სოფლები გარესამყაროს მოწყდა: ადგილობრივების თქმით, მდინარე ნენსკრა ადიდების შედეგად ჭუბერის ცენტრში მოედინება

კადრები ჭუბერიდან, სადაც ცოტა ხნის წინ მთის ნაწილი ჩამოიშალა - რა ხდება ადგილზე?

კადრები სტიქიის ზონიდან: როგორ წაიღო მდინარე ნენსკრამ ხიდი

ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები - როგორ გამოიყურება სტიქიის ზონა ზემოდან