loader

სტიქიის ზონაში წვიმა წამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქიის ზონაში წვიმა წამოვიდა

მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 8 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან ცნობეს.

"დღეს, უმეტესად, ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების ქარი 9-14 მ/წმ; ჰაერის ტემპერატურა: +17, +22° იქნება.

7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +11, +13°, დღისით +22, +24° იქნება.

8 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით კი, უმეტესად, უნალექო ამინდი იქნება. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +10, +12°, დღისით +28, +30° იქნება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.



ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


იხილეთ ასევე: რა ვითარებაა სტიქიის ზონაში - დრონით გადაღებული კადრები სრულ სურათს გაჩვენებთ

კადრები უკომენტაროდ - ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ხე მოგლიჯა

გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ნენსკრას ხეობაში მომხდარი სტიქიის მიზეზებს განმარტავს