loader

სტიქია ჭუბერში, დღე მესამე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია ჭუბერში, დღე მესამე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში სასაზღვრო ვერტმფრენიდან მდინარე ნენსკრას სათავეები დაათვალიერეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვაცნობეს, ამ ეტაპზე, სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია; მდინარის ცალკეულ უბნებზე შეგუბებებს ადგილი არ აქვს. მასშტაბური სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან ხეობაში მიმდინარე პროცესებს. 


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


იხილეთ ასევე: უახლესი კადრები ჭუბერიდან - ადიდებულმა მდინარემ სახლის ნაწილი ჩამოანგრია

"აქ დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი და ასეთი სტიქია არასოდეს არ მახსოვს" - რა სახის პირველადი დახმარება სჭირდებათ ჭუბერში 

გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ნენსკრას ხეობაში მომხდარი სტიქიის მიზეზებს განმარტავს