loader

"დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუს ვენა, კუჭის გამჭოლი ჭრილობა იყო" - თბილისში 17 წლის მოზარდი ავტობუსში დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუს ვენა, კუჭის გამჭოლი ჭრილობა იყო" - თბილისში 17 წლის მოზარდი ავტობუსში დაჭრეს

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჭრილი 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის განცხადებით, პაციენტს ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მუცლის ღრუში.

17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ დრომდე ავტობუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს ავტობუსი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ამასთან, როგორც ავტობუსის მძღოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის დაჭრამდე ავტობუსში განსაკუთრებული ხმაური არ ყოფილა.

ასევე იხილეთ: "მეთორმეტე კლასელია, დანა დაარტყეს უკანა კარში" - რას ჰყვება მძღოლი, რომლის ავტობუსშიც მოზარდი დაჭრეს

კადრები ავტობუსიდან, სადაც 17 წლის მოზარდი დაჭრეს (+18)