loader

დაავადება, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაავადება, რომლის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია

აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დიაბეტის განვითარებისას, 7-დან ერთ შემთხვევაში, მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. დიაბეტის მიზეზად ხშირად ასახელებენ დიეტასა და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას. ახალი კვლევის მიხედვით კი, 2016 წელს გამოვლენილ დიაბეტის შემთხვევათა დაახლოებით 14% ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. 2016 წელს ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში 3.2 მილიონი ადამიანი დაავადდა დიაბეტით.

მსოფლიოში 420 მილიონი ადამიანია დაავადებული დიაბეტით და ეს დაავადება ერთ-ერთია იმ დაავადებათა შორის, რომელიც პლანეტაზე ყველაზე სწრაფად ვრცელდება. დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს - გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი - პანკრეასი.