loader

საჭიროებს თუ არა საქართველო NATO-სგან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე პუტინთან შეხვედრისას - ტრამპის პასუხი "პალიტრანიუსს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჭიროებს თუ არა საქართველო NATO-სგან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე პუტინთან შეხვედრისას - ტრამპის პასუხი "პალიტრანიუსს"

საქართველოს წარმომადგენლებმა ნატო-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის კითხვას, საჭიროებს თუ არა საქართველო ნატო-სგან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია იყო ბრიუსელში და მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.
„ჩვენ მათ მოვუსმინეთ. საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა მათ ყველა დამსწრეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.