loader

უჩვეულო და მოულოდნელი სანახაობა პეკინისა და საბურთალოს ქუჩების გადაკვეთაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უჩვეულო და მოულოდნელი სანახაობა პეკინისა და საბურთალოს ქუჩების გადაკვეთაზე

პეკინისა და საბურთალოს ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ გადასასვლელზე ("ზებრაზე") ქართული ბრძოლის ინსცენირება გაიმართა. 13 ივლისს, 18:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებისას ანსამბლ "რუსთავის" მოცეკვავეები ეროვნულ სამოსში ცეკვა "ფარიკაობას" ასრულებდნენ და ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოადგენდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-იდან აცნობეს, პერფორმანსის მიზანი ეფექტური და მოულოდნელი წარმოდგენის გზით საზოგადოებისთვის დადებითი განწყობის შექმნა და ამავდროულად, წიგნის - "დავით აღმაშენებელი" გამოცემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.