loader

როგორია 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროს ფასები საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროს ფასები საქართველოში?

სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMC-ცენტრის კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, კვლევის თანახმად, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი ივნისში, მაისთან შედარებით, 10.6%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 5.8%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ივნისში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი 143 ლარი, 4-ვარსკვლავიანის - 247 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანის 403 ლარი იყო, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროს საშუალო ფასი - 73 ლარი.