loader

გარდაბნის მერს ბაკალავრიატის დასამთავრებლად 18 წელი დასჭირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაბნის მერს ბაკალავრიატის დასამთავრებლად 18 წელი დასჭირდა

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. "ინფო რუსთავს" რამაზ ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლი ჩაუვარდა ხელში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ, 2005 წელს დაასრულა.

2005 წელს ბუდაღაშვილს საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის კვალიფიკაციით. გარდაბნის ამჟამინდელი მერი პროფესიით საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტია. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.