loader

"ასე აბუჩად აგდება როგორ შეიძლება...?!" - რა პასუხი მიიღო ჯანდაცვის სამინისტროდან მამამ, რომლის შვილი მეზობლის დასახმარებლად მე-3 სართულზე აძვრა და ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე აბუჩად აგდება როგორ შეიძლება...?!" - რა პასუხი მიიღო ჯანდაცვის სამინისტროდან მამამ, რომლის შვილი მეზობლის დასახმარებლად მე-3 სართულზე აძვრა და ჩამოვარდა

შემთხვევა 1-ელ მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში, რომელსაც სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. მოზარდმა გადაწყვიტა, მას დახმარებოდა, რა დროსაც აივნიდან ჩამოვარდა და დღემდე უგონო მდგომარეობაშია.

როგორც "პალიტრავიდეოს" გიორგის მამამ უთხრა, მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი თვის  წინ დახმარება შესთავაზა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ისევ უარი მიიღეს. 

"გუშინწინ გავიდა ერთი თვე, რაც განცხადება დავწერე და მოვიდა მესიჯი, თქვენი მოთხოვნა  ვერ დაკმაყოფილდაო" - ამბობს გელა გორგაძე.

15 წლის მოზარდის მდგომარეობა კი მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა მკურნალობისთვის  ისევ დიდი თანხებია საჭირო.



საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი:
TBCBGE22
მიმღების დასახელება - გელა გორგაძე
ანგარიში ლარებში: GE78TB7641945061100073


ავტორი: თიკო გურაშვილი