loader

"თავის არეში აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა" - სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავის არეში აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა" - სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა

ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა. შედეგად, მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის მე-19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.



ავტორი: მაიკო ძაგანია