loader

"ხაიშის ცენტრში სპეცრაზმია შემოსული, დგანან ნიღბებით და ფარებით ჩვენ წინააღმდეგ" - რატომ შეიჭრა პოლიცია ხაიშის ცენტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხაიშის ცენტრში სპეცრაზმია შემოსული, დგანან ნიღბებით და ფარებით ჩვენ წინააღმდეგ" - რატომ შეიჭრა პოლიცია ხაიშის ცენტრში

ადგილობრივების ინფორმაციით, ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული. მათი ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში გამთენიისას, 05:00 საათიდან გამოჩნდნენ, რაც სავარაუდოდ, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.

როგორც ჭუბერის, ისე ხაიშის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს აპროტესტებს, რის გამოც ამ დროისთვის ხაიშის ცენტრშია შეკრებილი.

„ხაიშის ცენტრში გზის ერთ მხარეს ხელკეტებით მოსახლეობა დგას, ხოლო მეორე მხარეს - პოლიცია. გარეთ ვართ ყველა გამოსული - დიდი და პატარა. ერთმანეთის პირისპირ დგანან მოსახლეობა და პოლიცია. რამდენიმე ადამიანი ვდგავართ შუაში, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. პოლიციელები არიან ნიღბებით და ფარებით ჩვენ წინაააღმდეგ. მოსახლეობა ერთმანეთს ვიცავთ სახელმწიფოსგან. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ჭუბერში ხეების ჭრამ გამოიწვია მეწყერი, რაც არის ტყუილი“, - აცხადებს გარი ჩხვიმიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხაიშსა და ჭუბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა დიდი ოდენობით ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.



ასევე დაგაინტერესებთ: შევიდნენ ოჯახებში, ეზოებში, არ ვიცი რას ამოწმებენ - ხაიშში ადგილობრივები სპეცრაზმის გაყვანას ითხოვენ