loader

"ხის ზარდახშა იყო, 270-280 მონეტით" - უნიკალური აღმოჩენა სამშვილდეში, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის ეპოქის საგანძური იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხის ზარდახშა იყო, 270-280 მონეტით" - უნიკალური აღმოჩენა სამშვილდეში, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის ეპოქის საგანძური იპოვა

უნიკალური აღმოჩენა სამშვილდეში - არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის ეპოქის საგანძური იპოვა. მეცნიერები ამ ადგილზე ზარაფხანის არსებობას არ გამორიცხავენ.

გიორგი მესამის და ლაშა-გიორგის სახელზე მოჭრილი 270-მდე სამეფო მონეტა თეთრიწყაროში, სოფელ სამშვილდეს ციტადელში ხუთწლიანი მუშაობის შედეგია. ექსპედიციის წევრებმა განძი ერთ-ერთ ოთახში იატაკის ქვეშ, ხის ყუთში აღმოაჩინეს. ოქროსა და ბრინჯაოს ფული მე-12-მე-13 საუკუნით თარიღდება.

სამშვილდეს ციტადელში აღმოჩენილ განძში, მონეტების გარდა, სპილენძის ზოდები და ფირფიტებიცაა.

უნიკალური აღმოჩენა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორსა და მის სტუდენტებს ეკუთვნით. ექსპედიციის წევრები ადგილზე არქეოლოგიურ სამუშაოებს ექვსი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ.