loader

არქეოლოგიური აღმოჩენა ძალისის ნაქალაქარში - სამარხები, არქიტექტურული კომპლექსი და სასანიანი შაჰი შაპურ IV-ის გამოსახულებიანი თიხის ბულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არქეოლოგიური აღმოჩენა ძალისის ნაქალაქარში - სამარხები, არქიტექტურული კომპლექსი და სასანიანი შაჰი შაპურ IV-ის გამოსახულებიანი თიხის ბულა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისში სრულდება სამეცნიერო კვლევა-ძიების მე-3 სეზონი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორ გოდერძი ნარიმანაშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

ძალისის აკლდამის მიდამოებში 2-წლიანი დაზვერვების შედეგად მიკვლეულ უბანზე მიმდინარე სამუშაოებმა წელს უკვე ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. კვლევა-ძიების პროცესის შედეგად გამოვლენილია სამი სამარხი და დიდი არქიტექტურული კომპლექსი. გათხრების მნიშვნელოვან აღმოჩენას მიეკუთვნება თიხის ბულა, რომელზეც სასანიანი შაჰი შაპურ IV-ეა გამოსახული, ხოლო გამოსახულების გარშემო მოთავსებული არამეული წარწერა კი ამ ბულით დაბეჭდილ წერილობით გზავნილს ეკუთვნის, რომელიც დიდი ალბათობით, უშუალოდ შაჰის კანცელარიიდან იყო იბერიის სამეფოში გამოგზავნილი.