loader

ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის ქადაგებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის ქადაგებაზე

ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს, - ასე ეხმაურება "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. "საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას ლეგალიზაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ჩვენ სხავანაირი სახელმწიფო ვართ - აღარ ვართ საბჭოთა კავშირი. ილია მეორე კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას.

ის ფიქრობს, რომ მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა - ცუდი. ის ფიქრობს, რომ მან უნდა "დაგრთოთ ნება" ქმედებისთვის, რომლითაც ზიანს არავის აყენებთ. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას. ის სრულიად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი", - წერს ჯაფარიძე.



ასევე დაგაინტერესებთ: "ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა" - ილია მეორე