X
ბინა პარიზში, აქციები ბანკსა და ღვინის კომპანიაში, საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი
13:19 / 09-08-2018
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. მისივე თქმით, პარტიამ შესაძლოა, ღიად დაუჭიროს მხარი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, ან საერთოდ უარი თქვას მხარდაჭერაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით კი, პარტია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ საპრეზიდენტო არჩევნების დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ქონებას.
მიმდინარე წლის 17 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს და პარიზში მდებარე 60 კვ. მეტრის ბინას.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai, რომელიც 2016 წელს 17 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა. განაგრძეთ კითხვა



ავტორი: თიკო გურაშვილი
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში დაწესდება
"ისიც კადრს მიღმა დგას და იცინის, არ ვაპატიებ არასდროს" - მოულოდნელი სიურპრიზი "პალიტრანიუსის" ეთერში და დაბნეული იუბილარი
სპეცოპერაციის კადრები - როგორ დააკავეს 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ბიზნესმენის შვილი გაიტაცა