loader

"მივეცი პირობა, რომ ვიპოვიდი მის სამშობლოს" - ამბავი 14 წლის ბიჭისა, რომელიც აშშ-ში წასული ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივეცი პირობა, რომ ვიპოვიდი მის სამშობლოს" - ამბავი 14 წლის ბიჭისა, რომელიც აშშ-ში წასული ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო

1910-იან წლებში 14 წლის პართენ ჩიკვილაძეს მშობლები დაეღუპა. ცხოვრების გასაგრძელებლად ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ მისმა შთამომავლობამ პირველად გაარღვია საბჭოთა კავშირის "რკინის ფარდა" და პართენის, ამერიკაში კი პიტერ ჩიგლოს სამშობლოში იმოგზაურა.

მათდა გასაოცრად, შემთხვევით, ბარბარა (რძალი) და ჯერემი (შვილი) პართენის დის შთამომავლობამ იპოვა. 2018 წელს ისინი უკვე მესამედ იმყოფებიან საქართველოში. როგორც ბარბარა, პიტერის რძალი ამბობს, მან პირობა მისცა პართენს, რომ რაც შეიძლება მეტ მის ნათესავს ჩამოიყვანდა საქართველოში. ბარბარა "პალიტრავიდეოსთან" პართენ ჩიკვილაძის ცხოვრების ისტორიას იხსენებს.



ავტორები: ნარიტა ჩხაიძე, ლალი ფაცია


ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გაჩნდა აშშ-ში ტიფლისისა და ბათუმის დასახლებები?