loader

4 ქუჩა, სადაც შესაძლოა გაქირავების ფასი შემცირდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 ქუჩა, სადაც შესაძლოა გაქირავების ფასი შემცირდეს

დედაქალაქში სავაჭრო მოლების გახსნამ თბილისის მთავარ სავაჭრო ქუჩებზე - რუსთაველზე, ჭავჭავაძეზე, პეკინსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კომერციული ფართების ნაწილი დააცარიელა. უძრავი ქონების სააგენტო "მაიკლიენტ ჯის" ხელმძღვანელის განმარტებით, პეკინზე კომერციული ფართების გაქირავება აღნიშნული ტერიტორიის გაცალმხრივებამაც გაართულა.

გაყიდვების საიტის, "ესეს ჯის"  რედაქტორის ინფორმაცით, კომერციული ფართების გაქირავების ფასი უბნების მიხედვით განსხვავებულია. ლელა არაბულის განმარტებით, ფართის ქირაობა შედარებით იაფია პეკინზე, ძვირი კი - რუსთაველის გამზირსა და ჭავჭავაძეზე.

უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების გაქირავების ფასი შემცირდეს.