loader

ძალადობა 8 თვის ბავშვზე: "ცილისწამებაა, თითქოს, რაღაცა თანხას ვითხოვდით" - მცირეწლოვნის აღმზრდელი და მშობლები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძალადობა 8 თვის ბავშვზე: "ცილისწამებაა, თითქოს, რაღაცა თანხას ვითხოვდით" - მცირეწლოვნის აღმზრდელი და მშობლები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ

ბაგა-ბაღის აღმზრდელის დაკითხვა დიდუბის პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე გაგრძელდა. მას 6 საათზე მეტხანს უწევდა კითხვებზე პასუხების გაცემა. ძიძა საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სოციალურ ქსელში 8 თვის ბავშვზე ძალადობის კადრები გავრცელდა.

ბაგა-ბაღ "პირველ ნაბიჯში" გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორი სიმკაცრით ექცევა აღმზრდელი მცირეწლოვანს. კადრების გავრცელებასთან ერთად მშობლებმა გამოძიებაც მოითხოვეს. დაკითხვის შემდეგ ძიძამ პოლიციის შენობა სათადარიგო კარით დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვანზე ძალადობის მუხლით დაიწყო.

ბაღ "პირველი ნაბიჯის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღმზრდელი სულ 3 დღის მიღებული იყო და შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იყო, როდესაც ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. ქალი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ კერძო ბაღები მათ არ ექვემდებარება.



ასევე დაგაინტერესებთ: რას ამბობს საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია "ფეისბუქზე" გავრცელებულ კადრებზე, რომლებშიც აღმზრდელი ბავშვს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს

სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ ექცევა ბაღის აღმზრდელი 8 თვის ბავშვს - "ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი, ლამის კისერში გადატეხა"