loader

ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით და ოსეთის დეპუტატისადმი მხარდაჭერა - რას ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით და ოსეთის დეპუტატისადმი მხარდაჭერა - რას ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი?

ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით - მოჭიდავეებმა ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატს ამ ფორმით მხარი დაუჭურეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში ჩრდლოეთ ოსეთის დეპუტატთან ერთად დგანან. ჯამბულატ თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე აცხადებს, რომ ჯამბულატ თედეევი საქართველოშია დაბადებული, მათი მეგობარია და სწორედ მის მხარდასაჭერად ჩაიცვეს აღნიშნული მაისურები. იანტბელიძესთან ერთად, ფოტოზე გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მამუკა არევაძე არიან.

"ეს ფოტო დაღესტანში ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას არის გადაღებული. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია. მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ეს მეგობრული ფოტოა და მეტი არაფერი“, – აცხადებს გიორგი იანტბელიძე.