X
თელაველი პატრულების ვიდეო, რომელსაც "ფეისბუქზე" უამრავი გაზიარება აქვს
17:48 / 19-08-2018
კა­ხეთ­ში მო­სულ­მა წვი­მამ და სე­ტყვამ გუ­შინ თე­ლა­ვი და მისი მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი, ასე­ვე ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლე­ბი და­ა­ზა­რა­ლა. ძლი­ე­რმა ნა­ლექ­მა ორი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი, სარ­და­ფე­ბი და ეზო­ე­ბი და­ტ­ბო­რა. პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გილ­ბა­საც. გზებ­ზე მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცი­ას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში არა­ერ­თი კად­რი გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რომ უა­მინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას არ ერი­დე­ბი­ან. ერთ-ერთი ასე­თი ვი­დეო, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებს, "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­ხე­ილ ჯი­და­ლიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. კად­რე­ბი თე­ლავ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და მას­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩანს, რომ­ლე­ბიც გზა­ზე მოძ­რა­ო­ბას არე­გუ­ლი­რე­ბენ.

რო­გორც Ambebi.ge-მ გა­არ­კვია, ვი­დე­ო­ში შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, კა­ხე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, თე­ლა­ვის სა­ხა­ზო სა­პატ­რუ­ლო სამ­მარ­თვე­ლოს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი 26 წლის სოსო ნა­ცა­რაშ­ვი­ლი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, კა­ხე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, სა­ხა­ზო სა­პატ­რუ­ლო სამ­მარ­თვე­ლოს ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი, 27 წლის გი­ორ­გი ახალ­მო­სუ­ლიშ­ვი­ლი არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი. ნა­ცა­რაშ­ვი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რი­გებ­ში 6 წე­ლია ირი­ცხე­ბა, ხოლო ახალ­მო­სუ­ლიშ­ვი­ლი - 7 წელი.

იხილეთ ვრცლად Ambebi.ge-ზე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ექსკლუზივი: იური მეჩითოვის პირველი კომენტარი მის მიმართ ზიზღის შემცველ შეფასებებზე, სკანდალური ინტერვიუს შემდეგ
ტრამპის სახე, როდესაც აღმოაჩინა, რომ მელანიას გვერდზე მჯდომ მამაკაცს ეძინა