loader

დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები მოხვდნენ განსასჯელის სკამზე - არჩილ ტატუნაშვილის მამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები მოხვდნენ განსასჯელის სკამზე - არჩილ ტატუნაშვილის მამა

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შვილის მკვლელები ადრე თუ გვიან დაისჯებიან. ამის შესახებ ტატუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

"მე კომპენსაციით დაინტერესებული არ ვარ. დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება, მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. ალბათ, მოვა ეს დრო. ეს არის ჩემი ნატვრა. დღე და ღამე ამას ვფიქრობ, რომ ისინი ვიხილო განსასჯელის სკამზე", -განაცხადა ტატუნაშვილმა.