loader

რას შეცვლის ე.წ. შავი სიის ტერმინის გაუქმება მომხმარებლისთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას შეცვლის ე.წ. შავი სიის ტერმინის გაუქმება მომხმარებლისთვის?

სექტემბრიდან ე. წ. შავი სიის ტერმინი გაუქმდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ინსტიტუტებს მომხმარებლებისთვის ნეგატიური სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. საკითხზე ეროვნული ბანკი მუშაობს. საზოგადოება და ბანკების საბანკო პროდუქტების ექსპერტის განმარტებით, ნეგატიური სტატუსის გაუქმება უფრო მეტად პროგრამული ცვლილებაა და მომხმარებლებისთვის ბევრს არაფერს ცვლის.

ცვლილებას დადებითად აფასებენ ბანკების ასოციაციაში. გიორგი ცუცქირიძის განმარტებით, საფინანსო ორგანიზაციები უკვე მომხმარებლების ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების შედეგად გადაწყვეტენ სესხის გაცემის პირობებს. 

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნული ბანკს იანვრიდან მიენიჭა. ორგანიზაციის ე.წ.  შავ სიაში ამ დროისთვის დაახლოებით 630 ათასი ადამიანია.