loader

"დიახ, ეს არის ოკუპაცია" - ანგელა მერკელის პასუხი ქართველი სტუდენტის შეკითხვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიახ, ეს არის ოკუპაცია" - ანგელა მერკელის პასუხი ქართველი სტუდენტის შეკითხვაზე

დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის, კონსტანტინე შუბითიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იქამდე მერკელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე შეკითხვა კიდევ ერთმა სტუდენტმა მარიამ ქვათაძემ დაუსვა, თუმცა პასუხისას გერმანიის კანცლერს სიტყვა "ოკუპაცია" არ გამოუყენებია და რუსეთის ქმედებები უბრალოდ "უსამართლობად" შეაფასა. შუბითიძის მორიგი შეკითხვა სწორედ ამას მოჰყვა.


ასევე დაგაინტერესებთ: ანგელა მერკელმა "შვიდკაცასთან" ერთად იმღერა - რა ხდებოდა ოფიციალური ვახშმის შემდეგ

"მე აქ 80-იანი წლების შუა პერიოდში ვიმყოფებოდი. ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო ყველაფერი" - მერკელმა საქართველოში გადახდენილი ისტორია გაიხსენა