loader

ECHOWAVES-ის ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა: "დიაგნოზით დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ECHOWAVES-ის ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა: "დიაგნოზით დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი"

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ამასთან, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. 



ასევე დაგაინტერესებთ: შსს ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 მოქალაქის დაკავების კადრებს ავრცელებს