loader

ვიდეოფაქტი: რა ინტენსივობით მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები შარტავას ქუჩაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: რა ინტენსივობით მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები შარტავას ქუჩაზე

"პალიტრავიდეომ" ექსპერიმენტი ჩაატარა, რა დროსაც, გადამღებმა ჯგუფმა სხვადასხვა რაკურსით, 24-საათიან რეჟიმში გადაიღო ჟიული შარტავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები.

როგორც კადრებში გამოჩნდა, აღნიშნულ მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღის განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ დედაქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა, რათა 15 სექტემბრისთვის გზები მოწესრიგებულიყო.


ჟურნალისტი: მარიამ მენაბდიშვილი
ოპერატორი: ლაშა რაიბული

ასევე დაგაინტერესებთ: კახეთის გზატკეცილის ტერიტორიაზე თვეზე მეტია გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შეჩერებულია და მიწისქვეშა გადასვლელში წვიმს 

რა ვითარებაა აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ესტაკადის მშენებლობის გამო, უდიდესი საცობია