loader

4 მილიონი დოლარი 1 საათში - რა თანხას გამოიმუშავებენ ყველაზე მდიდარი ადამიანები 60 წუთში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 მილიონი დოლარი 1 საათში - რა თანხას გამოიმუშავებენ ყველაზე მდიდარი ადამიანები 60 წუთში?

Businessinsider-მა იმ ბიზნესმენების და ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საათობრივად ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებენ. გამოცემამ ამ მონაცემების დასადგენად Forbes-ის მილიონერთა სია გამოიყენა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი საათში 4 მილიონ 400 ათას დოლარს გამოიმუშავებს. მეორე ადგილზე არის მარკ ცუკერბერგი - მილიონ 700 ათასი დოლარით, მესამეზე კი, ასევე მილიონზე მეტი შემოსავლით, "ვოლმარტის" მფლობელი ელის უოლტონია.

ათეულში მყოფი დანარჩენი ბიზნესმენების საათობრივი შემოსავალი მილიონზე ნაკლებია. მაგალითად, ათეულში ნახავთ ბილ გეითსაც, რომელიც სიაში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა 456 ათასი დოლარით და მას ილონ მასკიც კი უსწრებს, 684 ათასი დოლარით. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, მათ ბიზნესმენებზე ბევრად ნაკლები შემოსავალი აქვთ, თუმცა ისინი საათობრივად რამდენიმე ათას დოლარს მაინც იღებენ.



ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ატარებს თავისუფალ დროს დუბაის მილიარდერი პრინცი და "ინსტაგრამის" ნამდვილი მეფე

სამსახურის მაძიებელ ჯეკ მას ზედიზედ 30 კომპანიაში უთხრეს უარი - ნაკლებად ცნობილი ფაქტები 5 მილიარდერის შესახებ

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მამაკაცის მეუღლე და როგორია მილიარდერის ოჯახური ცხოვრება