loader

ვისთვის გაიაფდება სესხი სექტემბრიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვისთვის გაიაფდება სესხი სექტემბრიდან?

პირველი სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები იცვლება. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. ასევე იცვლება ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმების ოდენობაც. სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

საზოგადოება და ბანკების საბანკო პროდუქტების ექსპერტის განმარტებით, კომერციული ბანკების შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ სალომბარდე სესხების შემთხვევაში იყო 50%-ზე მაღალი და 97-98%-ს შეადგენდა. შესაბამისად, სექტემბრიდან ბანკებს ამ განაკვეთის შემცირება მოუწევთ.