loader

ვინ არის ფოთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი - "გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კე­თი­ლი ბიჭი იყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ფოთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი - "გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კე­თი­ლი ბიჭი იყო"

ფოთ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი, 42 წლის რო­მან სი­ჭი­ნა­ვაა. გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზობ­ლებს მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

„გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კე­თი­ლი ბიჭი იყო. გა­ჭირ­ვე­ბა­ში გა­ი­ზარ­და. რა და რო­გორ მოხ­და, ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით. არ მუ­შა­ობ­და, დედ-მა­მის პენ­სი­ით ცხოვ­რობ­და პა­ტი­ოს­ნად“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა ლორა ბე­რუ­ლა­ვამ.

ფოთ­ში გამ­თე­ნი­ი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 4 პირი და­შავ­და, მათ შო­რის, ერთი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. და­შავ­და სამი პირი, მათ შო­რის, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლი იყო.