loader

"შვილის მკვლელი ხარ" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის ინციდენტი მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შვილის მკვლელი ხარ" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის ინციდენტი მოხდა

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედასა და მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შვილს შორის სასამართლოს ფოიეში მცირე ინციდენტი მოხდა.

ნათია გაბოძე ლიკა ბაქრაძეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ბრალდებულის შვილმა გამრეკელაშვილის სიკვდილში ნათია გაბოძეც დაადანაშაულა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც მანდატურებმა მოკლულის დედა სასამართლოს ფოიედან გაიყვანეს.

"მე უბრალოდ ის ვუთხარი, მეც მომკალით თაკოსთან ერთად-მეთქი. შვილის მკვლელია ეგ. მისი ბრალი რომ არის ეს ყველაფერი, ვერ ხვდება? ცოლს რატომ უწოდებს თავის თავს? ცოლი იმიტომ გახდა, რომ თვითონ უნდოდა და თავისი სურვილი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს ლიკა ბაქრაძემ.



ასევე დაგაინტერესებთ: "ბავშვების დაწვასაც აპირებდა" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა