loader

სოფელ გლდანში შველი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ გლდანში შველი იპოვეს

სოფელ გლდანში მოქალაქემ ტყის პირას შველი იპოვა. 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, შველს ფეხზე დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადაყვანა მოხდა თბილისის ზოოპარკში, სადაც მას დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს.

შველის რეაბილიტაციის პროცესი თბილისის ზოოპარკში გაგრძელდება და როდესაც შველი სრულად გამოჯანმრთელდება, მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება მოხდება.