loader

კადრები ურეკიდან, სადაც მაშველებმა 5-ბალიანი შტორმის პირობებში, ზღვიდან ორი პირი გამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ურეკიდან, სადაც მაშველებმა 5-ბალიანი შტორმის პირობებში, ზღვიდან ორი პირი გამოიყვანეს

მაშველებმა ურეკში, 5-ბალიანი შტორმის პირობებში, ზღვიდან ორი მოქალაქე გამოიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, შავი ზღვის სანაპიროზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. დაემორჩილეთ მაშველების რეკომენდაციას. 12:00-16:30 საათის მონაცემებით, მაშველების მიერ ზღვაში დახრჩობას გადარჩენილია 17 მოქალაქე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.