loader

"ჯანდაცვა აფრთხილებს ექსპერტებს, რომ ცნობა არ გასცენ" - ყოფილი ჟურნალისტი მეოთხე დღეა პარლამენტთან შიმშილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯანდაცვა აფრთხილებს ექსპერტებს, რომ ცნობა არ გასცენ" - ყოფილი ჟურნალისტი მეოთხე დღეა პარლამენტთან შიმშილობს

ყოფილი ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე უკვე მეოთხე დღეა პარლამენტთან შიმშილობს. ის მთავარი საკანონმდებლო ორგანოსგან სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას მოითხოვს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მან რამდენჯერმე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა დაფინანსება ამ დრომდე ვერ მიიღო.

ვასილ სილაგაძეს ავტომობილი 2003 წელს დაეჯახა. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია და მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მკურნალობას კიდევ საჭიროებს.

ჟურნალისტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და მასთან გასაუბრებას მოითხოვს, რათა ირაკლი კობახიძე მკურნალობის აუცილებლობაში თავად დარწმუნდეს.



ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


ასევე დაგაინტერესებთ: "როცა ნაცნობს ვხედავ, სახეს ვარიდებ" - რატომ მათხოვრობს ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად?