loader

"თითიდან წვეთავდა სისხლი" - ზუგდიდის საავადმყოფოში C ჰეპატიტით დაინფიცირებულმა ექთანმა 6 წლის ბავშვს სისხლის ანალიზი მის მიერ გამოყენებული ნემსით აუღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თითიდან წვეთავდა სისხლი" - ზუგდიდის საავადმყოფოში C ჰეპატიტით დაინფიცირებულმა ექთანმა 6 წლის ბავშვს სისხლის ანალიზი მის მიერ გამოყენებული ნემსით აუღო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში C ჰეპატიტით დაინფიცირებულმა ლაბორანტმა 6 წლის ბავშვს სისხლის ანალიზი იმ ნემსით აუღო, რომელიც მას ხელში შეერჭო. მცირეწლოვნის დედამ ანალიზის აღების შემდეგ ექთნის ხელზე სისხლი შენიშნა და ლაბორანტისგან მოითხოვა, რომ გამოეკვლია, იყო თუ არა ის რომელიმე ინფექციური დაავადების მატარებელი. კვლევებით ლაბორანტს აქტიური C ჰეპატიტი დაუდასტურდა.

კლინიკამ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და ლაბორანტი, რომელსაც 30-წლიანი სტაჟი ჰქონდა, სამსახურიდან გაათავისუფლა. 6 წლის ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია, დაინფიცირდა თუ არა C ჰეპატიტით მცირეწლოვანი. ანალიზების პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი.