loader

"თქვენ გადამაგდეთ, ნერვები აღარ მაქვს, როგორ უნდა დავმშვიდდე?!" - სკანდალური ჩანაწერი, სავარაუდო კორუფციული გარიგება ზუგდიდის მერის მონაწილეობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ გადამაგდეთ, ნერვები აღარ მაქვს, როგორ უნდა დავმშვიდდე?!" - სკანდალური ჩანაწერი, სავარაუდო კორუფციული გარიგება ზუგდიდის მერის მონაწილეობით

ზუგდიდის მერმა, რომლის სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას "შაბათის კურიერი" ამზადებდა, თანამდებობა დატოვა.

მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ "კურიერის" ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. "შაბათის კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს.

ისმის ასევე სხვა მაღალჩინოსნების გვარებიც, რომლებიც ასევე ფიგურირებდნენ ამ კორუფციულ სქემაში.