loader

"როგორი ფოტოგენური ვარ, მოგწონვართ?" - რას პასუხობს ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი ჟურნალისტებს, როდესაც ქრთამის აღებაზე ეკითხებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორი ფოტოგენური ვარ, მოგწონვართ?" - რას პასუხობს ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი ჟურნალისტებს, როდესაც ქრთამის აღებაზე ეკითხებიან

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შევიდა. გულორდავა რაიმე სახის ქრთამის აღებას უარყოფს და ამბობს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. გულორდავას თქმით, ის ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას იცნობს, თუმცა მისგან რაიმე თანხა არ მიუღია.

"რაც არის რეალობა, იმ ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებს სუს-ისთვის. გამოძიებასთან ვითანამშრომლებ. ზურაბ კვირკვიას ვიცნობ. მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა, რამდენჯერმე შევხვდი კიდეც. ბოლოს დაახლოებით სამი თვის წინ შევხვდი", - განაცხადა გულორდავამ.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი კვირკვია მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. გია გულორდავას საგამოძიებო უწყებაში შეკითხვებს, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერების შესახებ დაუსვამენ.


ავტორი: თორნიკე კოშკაძე


ასევე დაგაინტერესებთ: "თქვენ გადამაგდეთ, ნერვები აღარ მაქვს, როგორ უნდა დავმშვიდდე?!" - სკანდალური ჩანაწერი, სავარაუდო კორუფციული გარიგება ზუგდიდის მერის მონაწილეობით