loader

"სალომე, შენ ხარ სამარცხვინო!"- სალომე ზურაბიშვილს შტაბის გახსნა საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სალომე, შენ ხარ სამარცხვინო!"- სალომე ზურაბიშვილს შტაბის გახსნა საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია

სალომე ზურაბიშვილს საკუთარი საარჩევნო შტაბის გახსნა აქციისა და შეძახილების ფონზე მოუწია. საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელმაც საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართა საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ. შეკრებილები დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს სტვენით დახვდნენ.
საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაც წარადგინა. ის ასევე გამოეხმაურა მის განცხადებებთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკოსების და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებებს. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ოპონენტები მის განცხადებებს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ.