loader

კარგი სიახლე მათთვის, ვინც მეტროთი გადაადგილდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კარგი სიახლე მათთვის, ვინც მეტროთი გადაადგილდება

"ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილის" ხაზზე მეტროს ახალი, სამი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, საბურთალოს ხაზს კი, ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროში მოცდის პერიოდი სამ წუთამდე შემცირდება.

"ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, ჩვენ მეტროში ვაპირებთ გარკვეული ცლილებების შეტანას, რადგან ძალიან ბევრი მგზავრი გადაჰყავს დღეს მეტროს და პიკის საათებში ადამიანებს უწევდათ 5-6 წუთი ლოდინი, რაც სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეტროს ახალი 3 ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, რომელიც " ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილის" ხაზზე იმოძრავებს და 1 სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაადგილდება, მოცდა შევამციროთ 3 წუთამდე".



ასევე დაგაინტერესებთ: ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც თბილისში 21 სექტემბრიდან ამოქმედდება