loader

"მაგათი ბოლო ბოგინია საქართველოში" - რა ვიდეოს ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაგათი ბოლო ბოგინია საქართველოში" - რა ვიდეოს ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია, როგორ ესაუბრება ის სენაკელ კაცს, რომელსაც მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამს სთხოვს:

"დღეს მურთაზ ზოდელავას დავურეკე სულ სხვა საქმეზე და შემთხვევით, ამ კაცის სახლში აღმოჩნდა.

დამალაპარაკა...

შევარდნაძის დროიდან მობრუნებულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა რუსიამ ქრთამი მოსთხოვა სენაკელ მშრომელ კაცს, რათა მისი კუთვნილი ქონება არ წაერთმია.

ამავე დროს, ზუგდიდის მერობიდან გადამდგარი და მექრთამეობაში მხილებული გოგია რჩება "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ.

ივანიშვილმა გადაწყვიტა, ბოლომდე დაამციროს ჩვენი ხალხი.

ეს ყველაფერი დასრულდება 28 ოქტომბერს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.