loader

"ვის თავში მოდის, რომ ეს საკითხი დადგეს და მერე ჩვენ ვეჭიდაოთ პარლამენტს?" - სასულიერო პირი მარიხუანაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვის თავში მოდის, რომ ეს საკითხი დადგეს და მერე ჩვენ ვეჭიდაოთ პარლამენტს?" - სასულიერო პირი მარიხუანაზე

სასულიერო პირები საპარლამენტო უმრავლესობას მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. ამის შესახებ კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

კერძოდ, სასულიერო პირების რეკომენდაციები ასეთია: მოხმარებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 21 წლიდან უფრო მაღალ ასაკამდე განისაზღვროს და შეიქმნას სპეციალური რეესტრი, რომელშიც ის ადამიანები დარეგისტრირდებიან, ვისაც მარიხუანას მოხმარების სურვილი ექნება პირად სივრცეში.