loader

სასახლე და ტაძარი რომელიც ჩვ.წ. I საუკუნის ბოლოს ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასახლე და ტაძარი რომელიც ჩვ.წ. I საუკუნის ბოლოს ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურთან, ეროვნული მუზუემის არქეოლოგების ჯგუფი დედოფლის გორის სამეცნიერო კვლევა-ძიების მორიგ ეტაპს ახორციელებს.

დაახლოებით 6 ათასი წლის წინანდელი პერიოდის უძველესი დასახლების მრავალფენიან ნამოსახლარს, რომლის კულტურული დანაშრევების სიმაღლეც 14 მეტრს აღემატება, არქეოლოგიური ექსპედიცია 1985 წლიდან იკვლევს. სამეფო რეზიდენციის ოთახებში, რომლებიც სავსე იყო ზედა სართულების დაწვის შედეგად წარმოქმნილი ნანგრევით, მრავლად აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულების ნივთები და სხვადასხვა სისქის გრეხილი თოკები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული წყვილჩლიქიანი ცხოველის წინა ფეხი, რასაც მეცნიერები ავეჯის ნაწილად მოიაზრებენ.

არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარე წლის საველე სამუშაოებს სექტემბრის თვეშივე დაასრულებს. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს დედოფლის გორაზე აშენდა სასახლე და ტაძარი, რომელიც I საუკუნის ბოლოს ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურდა. მიწისძვრას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც დედოფლის გორის სასახლის ზედა სართულების დამწვარმა ნანგრევებმა საფუძვლიანად დაფლა პირველი სართულის ოთახები.