loader

"თვალი დაპატარავდა, გუგა ჩამოიწია, სახე არის შეშუპებული" - რა ვერსიაზე საუბრობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვალი დაპატარავდა, გუგა ჩამოიწია, სახე არის შეშუპებული" - რა ვერსიაზე საუბრობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი?

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, ასევე, ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა. გარდა ამისა, უწყება დღეს განცხადებასაც გაავრცელებს.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა მოწამვლას უკავშირდებოდეს. როგორც ჩივიაშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, დაცვის მხარე ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით ციხის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას მიმართავს.