loader

უქმე დღეებში მუშაობა შესაძლოა, ორმაგად ანაზღაურდეს - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უქმე დღეებში მუშაობა შესაძლოა, ორმაგად ანაზღაურდეს - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია

უქმე დღეებში მუშაობა ორმაგად უნდა ანაზღაურდეს - ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია. წინადადება, რომლის ავტორიც მოქალაქე მაკა მინდიაშვილია, "შრომის კოდექსში" რამდენიმე შესწორების შეტანას გულისხმობს.

მათ შორის, ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს ორ კვირაში ერთხელ. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. სამსახურები კი საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხოლო ხელფასი საათში მინიმუმ 5 ლარი და მზარდი უნდა იყოს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კომიტეტს დაევალა.