loader

ინციდენტი სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ბათუმში: მამაკაცი, რომელმაც კანდიდატს მოღალატე უწოდა დარბაზიდან გააძევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ბათუმში: მამაკაცი, რომელმაც კანდიდატს მოღალატე უწოდა დარბაზიდან გააძევეს

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა.

შეხვედრაზე, ერთ-ერთმა პირმა სალომე ზურაბიშვილს, სიტყვით გამოსვლისას მოღალატე უწოდა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის ღირსი არ არის, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გააძევეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მომხდარ ფაქტზე პრეზიდენტობის კანდიდატმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ პასუხის ღირსი არ არის ის ადამიანი, რომელმაც შეხვედრაზე ხმაური მოაწყო.