loader

დაპირისპირება ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მეზობლებს შორის "თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან - ფაქტზე გამოძება შსს-მ დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მეზობლებს შორის "თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან - ფაქტზე გამოძება შსს-მ დაიწყო

თბილისში, "თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან, ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მეზობლებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით 2018 წლის 28 სექტემბერს, გვიან ღამით, "თანასწორობის მოძრაობის" ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები ქალის – 1952 წელს დაბადებულ ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც აღნიშნული ქალის ნათესავი – 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო. კონფლიქტი, ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, "თანასწორობის მოძრობამ" გაავრცელა ინფორმაციას, რომ 28 სექტემბერს 23:00 საათზე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე "თანასწორობის მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს.