loader

სოხუმში „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოხუმში „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს

სოხუმში, თავისუფლების მოედანზე „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. აღლუმი, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ბესლან ცვიჟბა მეთაურობს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გამოსვლით დაიწყო.

„დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენ მეგობრებან, თანამებრძოლებთან და ძმებთან ვზეიმობთ, ჩვენი უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა წმინდა თავისუფლება, რომელსაც ასობით და ათასობით მამაცი აფხაზი შეეწირა. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერაგულად შემოჭრილ ქართველებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენი ძმები ჩრდილოეთ კავკასიიდან, ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოხალისეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და სხვა უცხო ქვეყნებიდან“, - განაცხადა ხაჯიმბამ.