loader

4 მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ტაქსების ლიცენზირება

1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. როგორც თბილისის ტაქსის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისთვის დედაქალაქში ტაქსის სერვისით მომსახურების 9 659 ნებართვაა გაცემული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ტაქსები, რომელთაც შესაბამისი რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, 1-ლი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.

ტექდათვალიერების მე-3 ფაზა


1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდა. კერძოდ, დღეიდან ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის საინფორმაციო ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ცხელი ხაზი (1484), რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00 სათამდე.


პოლიეთილენის პარკების აკრძალვა

დღეიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია დასჯადი გახდა. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.


კრედიტის აღების პროცესის გამარტივება

ოქტომბრიდან ფიზიკური პირებისთვის კრედიტის აღების პროცესი მარტივდება. შეგახსენებთ, რომ სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო ხდება. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა ამოქმედდება, რაც გაამარტივებს სესხის აღების პროცესს იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები გააჩნიათ.