loader

"ისეთი მანქანებით ტაქსაობდნენ, რომ მოძრაობა არ შეიძლება" - რას ფიქრობენ მძღოლები ტაქსების რეგულაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთი მანქანებით ტაქსაობდნენ, რომ მოძრაობა არ შეიძლება" - რას ფიქრობენ მძღოლები ტაქსების რეგულაციაზე

1-ლი ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურების სერვისის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიით ხდება ნებადართული. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, 200 ლარით დაჯარიმდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომლებიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება.