loader

"დაამტკიცოს ზაზა ოქუაშვილმა, რატომ დადის ზაფხულში "დუბლიონკით" - ირაკლი კობახიძე უმცირესობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაამტკიცოს ზაზა ოქუაშვილმა, რატომ დადის ზაფხულში "დუბლიონკით" - ირაკლი კობახიძე უმცირესობას

ჯერ ზაზა ოქუაშვილმა დაამტკიცოს, რატომ დადის ზაფხულში "დუბლიონკით" და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, არის თუ არა საჭირო ამ საქმეზე გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის დაბარება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძეს უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა მიმართა, რომ "აქ მთავარია, ვინ ჩააცვა ან გახადა "დუბლიონკა".

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს.

უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ "ომეგა ჯგუფის" გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე გასცენ კითხვებს პასუხი.